გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

გამოსვლა 13:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

გამოსვლა 13:12

განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.

გამოსვლა 13:12 · საქართველოს საპატრიარქო

გამოსვლა 13:12 კონტექსტში

13:10იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე.

13:11როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას,

13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.

13:13ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე.

13:14როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.

პარალელური ადგილები: გამოსვლა 13:12

განაგრძე კითხვა: გამოსვლა 13

სრულად წაიკითხე: გამოსვლა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში