
გამოსვლა 34:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
გამოსვლა 34:19 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 34:19 კონტექსტში
34:18დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.
34:19ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
34:20საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემ წინაშე ხელცარიელნი.
34:21ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 34:19
- გამოსვლა 13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
- გამოსვლა 22:29პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.
- გამოსვლა 13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
- რიცხვთა 18:15ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.
- რიცხვთა 18:17მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ეზექიელი 44:30ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.
- ლუკას სახარება 2:23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 34
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში