
გამოსვლა 13:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
გამოსვლა 13:3 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 13:3 კონტექსტში
13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
13:3უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
13:4დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში.
13:5როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 13:3
- მეორე სთვლისაება 24:18გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოგისყიდა იქიდან; ამიტომაც გიბრძანებ ამის აღსრულებას.
- მეორე სთვლისაება 5:15გახსოვდეს, რომ ყმა იყავი შენც ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიყვანა იქიდან უფალმა, შენმა ღმერთმა მაგარი ხელით და შემართული მკლავით. ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
- გამოსვლა 20:2მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
- მეორე სთვლისაება 5:6მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
- მეორე სთვლისაება 16:12გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.
- მეორე სთვლისაება 15:15გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგისყიდა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომაც გიანდერძებ დღეს ამას.
- მეორე სთვლისაება 6:12ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
- მეორე სთვლისაება 16:3ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 13
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში