
გამოსვლა 15:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
გამოსვლა 15:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 15:17 კონტექსტში
15:15მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
15:16დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
15:17შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
15:18იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!
15:19როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 15:17
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
- ფსალმუნები 80:8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
- ფსალმუნები 78:54მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
- ფსალმუნები 78:55განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
- იერემია 32:41გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.
- ფსალმუნები 78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
- ფსალმუნები 78:69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
- იერემია 31:23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ!
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 15
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში