
ფსალმუნი 78:68 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
ფსალმუნი 78:68 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:68 კონტექსტში
78:66და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
78:67დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
78:69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
78:70ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:68
- ფსალმუნები 87:2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
- ფსალმუნები 132:12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
- ფსალმუნები 132:14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
- მეფეთა ა 16:1უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
- რუთი 4:17სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
- რუთი 4:22ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი.
- ნეშტთა შორისა ბ 6:6მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად.
- შესაქმე 49:8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში