
გამოსვლა 16:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?
გამოსვლა 16:28 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 16:28 კონტექსტში
16:26ექვს დღეს აგროვეთ იგი; მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.
16:27გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი იპოვეს.
16:28უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?
16:29გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 16:28
- ფსალმუნები 78:10მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
- ფსალმუნები 106:13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
- რიცხვთა 14:11უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე.
- ფსალმუნები 78:22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
- ესაია 7:13უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო?
- ეზექიელი 20:16რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.
- ეზექიელი 5:6ეურჩა ჩემს წესებს წარმართებზე უფრო ბოროტად და ჩემს მცნებებს გარეშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაჰყვნენ ჩემს მცნებებს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 16
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში