
გამოსვლა 16:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოსვლა 16:30 კონტექსტში
16:28უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?
16:29გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს.
16:30და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
16:31დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.
16:32თქვა მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: აავსე მანანით გომერი შესანახად თაობიდან თაობაში, რათა იხილონ პური, რომელსაც გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 16:30
- ებრაელთა მიმართ 4:9ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა.
- ლევიანი 23:3ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს სცხოვრებლებში.
- მეორე სთვლისაება 5:12დაიცავი შაბათი დღე, რომ წმიდად შეინახო იგი, როგორც უფალს, შენს ღმერთს, უბრძანებია.
- მეორე სთვლისაება 5:14მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია: არაფერი საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმაწვილმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არცერთმა შენმა პირუტყვმა, და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 16
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში