
გამოსვლა 19:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
გამოსვლა 19:1 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 19:1 კონტექსტში
19:1ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
19:2დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
19:3ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
პარალელური ადგილები: გამოსვლა 19:1
- გამოსვლა 12:6ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
- გამოსვლა 16:1დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
- ლევიანი 23:16მეშვიდე შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს.
- ლევიანი 23:18მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- რიცხვთა 33:15გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
- გამოსვლა 12:2თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 19
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში