
რიცხვთა 33:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
რიცხვთა 33:15 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 33:15 კონტექსტში
33:13გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ.
33:14გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
33:15გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
33:16გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ.
33:17გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 33:15
- გამოსვლა 19:1ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
- გამოსვლა 19:2დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
- გამოსვლა 16:1დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 33
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში