
გამოსვლა 19:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
გამოსვლა 19:20 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 19:20 კონტექსტში
19:18ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19:19თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
19:20ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
19:21უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
19:22მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 19:20
- ნეემია 9:13სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი.
- გამოსვლა 34:4გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
- გამოსვლა 34:2მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.
- გამოსვლა 24:12უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
- გამოსვლა 24:13ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
- გამოსვლა 19:3ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
- გამოსვლა 24:18შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
- ფსალმუნები 81:7გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 19
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში