
გამოსვლა 24:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
გამოსვლა 24:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (მწუხრი).
გამოსვლა 24:12 კონტექსტში
24:10იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა.
24:11ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი; ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ.
24:12უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
24:13ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
24:14ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 24:12
- მეორე სთვლისაება 5:22ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე ცეცხლისა, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან მაღალი ხმით, მეტი არ უთქვამს, დაწერა ორ ფიქალზე და მე მომცა.
- გამოსვლა 31:18მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
- გამოსვლა 32:15პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
- გამოსვლა 32:16ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:3თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
- იერემია 31:33რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.
- ებრაელთა მიმართ 9:4და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:7და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 24
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში