
გამოსვლა 2:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა.
გამოსვლა 2:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა ოთხშაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 2:17 კონტექსტში
2:15შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
2:16შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.
2:17მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა.
2:18მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე?
2:19უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 2:17
- შესაქმე 29:10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
- შესაქმე 21:25საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ.
- გამოსვლა 2:12მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
- შესაქმე 26:15ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
- შესაქმე 26:22გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 2
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში