
შესაქმე 26:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
შესაქმე 26:15 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 26:15 კონტექსტში
26:13გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
26:14ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
26:15ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
26:16უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.
26:17წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 26:15
განაგრძე კითხვა: შესაქმე 26
სრულად წაიკითხე: შესაქმე 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში