
გამოსვლა 2:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.
გამოსვლა 2:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა ოთხშაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 2:22 კონტექსტში
2:20უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ.
2:21გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.
2:22შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.
2:23გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
2:24მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 2:22
- ებრაელთა მიმართ 11:13რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.
- ებრაელთა მიმართ 11:14რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
- მოციქულთა საქმენი 7:29ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
- გამოსვლა 22:21მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
- ფსალმუნები 119:19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
- ნეშტთა შორისა ა 16:20იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან,
- ნეშტთა შორისა ა 29:15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენ წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
- ნეშტთა შორისა ა 23:14მოსე ღვთისკაცი იყო. მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 2
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში