
ფსალმუნი 119:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
ფსალმუნი 119:19 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:19 კონტექსტში
119:17კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
119:18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
119:19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
119:20მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
119:21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:19
- ნეშტთა შორისა ა 29:15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენ წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
- ფსალმუნები 39:12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
- ფსალმუნები 119:10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
- ებრაელთა მიმართ 11:13რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.
- ებრაელთა მიმართ 11:16მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.
- ლუკას სახარება 24:45მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:6ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში