
გამოსვლა 20:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
გამოსვლა 20:26 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 20:26 კონტექსტში
20:24მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.
20:25თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.
20:26საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 20:26
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:16ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.
- ფსალმუნები 89:7ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
- ეკლესიასტე 5:1ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
- ლევიანი 10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
- ებრაელთა მიმართ 12:28ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
- ებრაელთა მიმართ 12:29რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 20
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში