
ლევიანი 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
ლევიანი 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 10:3 კონტექსტში
10:1აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
10:4მოუხმო მოსემ მიბაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის შვილებს, და უთხრა: მიდით და საწმიდრიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი სახლიკაცები.
10:5მივიდნენ და კვართიანად გაიტანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც ბრძანა მოსემ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 10:3
- გამოსვლა 19:22მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
- ლევიანი 21:6წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.
- ესაია 49:3მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას.
- რიცხვთა 20:12უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული.
- მეორე სთვლისაება 32:51იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
- ნეშტთა შორისა ა 15:12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
- ნეშტთა შორისა ა 15:13რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას.
- მეფეთა ა 2:30ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 10
სრულად წაიკითხე: ლევიანი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში