
გამოსვლა 22:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.
გამოსვლა 22:14 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 22:14 კონტექსტში
22:12თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.
22:13თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.
22:14თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.
22:15თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.
22:16თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 22:14
- გამოსვლა 21:34ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.
- მეორე სთვლისაება 23:19არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.
- მეორე სთვლისაება 23:20უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
- მეორე სთვლისაება 15:2აი, პატიების რაობა: აპატიოს ყოველმა მევალემ, ვისაც რამე უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნურაფერს მოთხოვს თავის მოყვასს ან მოძმეს, რადგან პატიება იქნება გამოცხადებული უფლის სახელზე.
- ლევიანი 24:18პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს.
- გამოსვლა 22:11უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
- ლუკას სახარება 6:35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
- ნეემია 5:4იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ამბობდნენ: ჩვენი ყანების და ვენახების დაგირავებით, ვერცხლს ვსესხულობთ მეფის ხარკის გადასახდელადო.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 22
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში