
გამოსვლა 22:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
გამოსვლა 22:3 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 22:3 კონტექსტში
22:1თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.
22:2თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.
22:3თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
22:4თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
22:5თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 22:3
- გამოსვლა 21:2თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
- მსაჯულნი 2:14აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
- ესაია 50:1ასე ამბობს უფალი: სად არის დედაშენის გაყრის წიგნი, რომლითაც გავუშვი იგი? ან რომელი ჩემი მევალისთვის მიმიყიდიხართ? აჰა, თქვენი ცოდვების გამო ხართ გაყიდულნი და თქვენს დანაშაულთა გამოა გაშვებული დედათქვენი.
- მსაჯულნი 10:7აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.
- მათეს სახარება 18:25და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 22
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში