
გამოსვლა 23:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
გამოსვლა 23:11 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 23:11 კონტექსტში
23:9მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
23:10ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი.
23:11მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
23:12ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე, რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა.
23:13რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 23:11
- ლევიანი 25:11ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.
- ლევიანი 25:12რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი,
- ლევიანი 26:34მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.
- ლევიანი 26:35იუქმებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.
- ლევიანი 25:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.
- ლევიანი 25:7შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად.
- ლევიანი 25:22დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.
- ლევიანი 25:20თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი,
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 23
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში