გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 26:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 26:35

იუქმებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.

ლევიანი 26:35 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 26:35 კონტექსტში

26:33მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.

26:34მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.

26:35იუქმებს მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით.

26:36დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.

26:37წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ.

პარალელური ადგილები: ლევიანი 26:35

განაგრძე კითხვა: ლევიანი 26

სრულად წაიკითხე: ლევიანი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში