
გამოსვლა 23:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.
გამოსვლა 23:16 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 23:16 კონტექსტში
23:14სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
23:15უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
23:16იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.
23:17წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
23:18საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 23:16
- გამოსვლა 34:22შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.
- ლევიანი 23:34ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე.
- ლევიანი 23:44გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.
- ლევიანი 23:9ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
- ლევიანი 23:21გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
- იოანე 7:2მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.
- ნეემია 8:14ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.
- ნეემია 8:18ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 23
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში