გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 7:2, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

იოანე 7:2

მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.

იოანე 7:2 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 მაისი, 2027, აღდგომის მე-4 კვირის სამშაბათი (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 7:2

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘ამის შემდეგ’, ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ მახარებელმა შემოკლების მიზნით გამოტოვა ორი მოვლენის გამყოფი დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ამას ისიც ცხადყოფს, რომ როდესაც ქრისტე მთაზე იჯდა, მაშინ პასექის დღესასწაული იყო (იოან. 6:3,4), ახლა კი კარვების დღესასწაულს იხსენებს. გამოდის, რომ ხუთი თვის განმავლობაში მომხდარი ამბებიდან, მხოლოდ პურის გამრავლების სასწაულისა და პურის მჭამელ ხალხთან საუბრის შესახებ მოგვითხრობს.”

    მთელი განმარტება

    “ამის შემდეგ”, ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ მახარებელმა შემოკლების მიზნით გამოტოვა ორი მოვლენის გამყოფი დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ამას ისიც ცხადყოფს, რომ როდესაც ქრისტე მთაზე იჯდა, მაშინ პასექის დღესასწაული იყო (იოან. 6:3,4), ახლა კი კარვების დღესასწაულს იხსენებს. გამოდის, რომ ხუთი თვის განმავლობაში მომხდარი ამბებიდან, მხოლოდ პურის გამრავლების სასწაულისა და პურის მჭამელ ხალხთან საუბრის შესახებ მოგვითხრობს.

    ქრისტე ხომ გამუდმებით ახდენდა სასწაულებს და ქადაგებდა არა მხოლოდ დღისით და საღამოს, არამედ ხშირად ღამითაც. მაგალითად, ყველა მახარებლის გადმოცემით, იგი მოწაფეებს ღამით გამოეცხადა. მაშ, რატომ გამოტოვეს მათ ეს ამბები? იმიტომ, რომ ყველაფრის გადმოცემა შეუძლებელი იყო. ამასთან, ისინი განსაკუთრებით ცდილობდნენ ესაუბრათ იმაზე, რამაც შეიძლება იუდეველთა მხრიდან რაიმე საყვედური ან წინააღმდეგობა გამოეწვია.

    მრავალი მსგავსი ამბავი მოხდა, ამიტომ მახარებლები, მას შემდეგ, რაც არაერთხელ დაწერეს, რომ ქრისტე კურნავდა ავადმყოფებს, აღადგენდა მკვდრებს და აღძრავდა გაოცებას, ზოგჯერ ამაზე აღარც საუბრობენ. მაგრამ როდესაც მათ რაიმე არაჩვეულებრივის შესახებ უნდა ესაუბრათ, ან რაიმე ისეთი ეთქვათ, რაც, ერთი შეხედვით, მის საყვედურად გამოდგებოდა, ამის შესახებ მოგვითხრობენ. აი, ახლაც მახარებელი აღნიშნავს, რომ მისი ძმები არ ირწმუნებოდნენ მის მიმართ, თუმცა ამ გარემოებაში მისთვის არცთუ მცირე საყვედური იმალება.

    მართლაც, გასაოცარია მახარებლების სიყვარული სიმართლისადმი, რამდენად არ რცხვენიათ საუბარი იმაზე, რაც, ერთი შეხედვით, მოძღვრის საყვედურად გამოდგება და უფრო მეტად ცდილობენ ამის მოყოლას, ვიდრე სხვა რამის. ამიტომაც ახლა იოანე, მრავალი ნიშნისა, სასწაულისა და ქრისტეს საუბრის უგულებელყოფის შემდეგ, მაშინვე შემდეგზე გადადის.

  2. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე
  7. ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე
  8. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  9. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  10. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  11. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  12. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 7:2 კონტექსტში

7:1ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას.

7:2მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.

7:3და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.

7:4ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი.

პარალელური ადგილები: იოანე 7:2

განაგრძე კითხვა: იოანე 7

სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში