
გამოსვლა 23:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.
გამოსვლა 23:21 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 23:21 კონტექსტში
23:19შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.
23:20აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
23:21უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.
23:22თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს.
23:23როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,
პარალელური ადგილები: გამოსვლა 23:21
- ფსალმუნები 78:40რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
- ფსალმუნები 78:56კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
- ებრაელთა მიმართ 12:25ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?
- ებრაელთა მიმართ 10:26რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
- ებრაელთა მიმართ 10:29როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
- იესო ნავეს ძე 24:19უთხრა იესომ ერს: ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.
- იოანე 10:30მე და მამა ერთი ვართ.
- იოანე 10:38და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 23
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში