გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 10:29: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 10:29

როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?

ებრაელთა მიმართ 10:29 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (მეცხრე ჟამი).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 10:29

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იგნატე ანტიოქიელი1 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მაშ, როგორ შეიძლება ძისა ღმრთისა შეურაცხყოფა? თუკი ზიარებისას ცოდვას სჩადი, განა არ შეურაცხყოფ მას? განა არ აგდებ მის ღირსებას? როგორც ფეხქვეშ გათელილ ადამიანს არაფრად ვაგდებთ, ასევე ცოდვის ჩამდენიც არაფრად აგდებს ქრისტეს და ამიტომაც სცოდავს. ქრისტეს სხეული გახდი და საკუთარ თავს ეშმაკს უთმობ, რათა მან გაგთელოს?”

    მთელი განმარტება

    მაშ, როგორ შეიძლება ძისა ღმრთისა შეურაცხყოფა? თუკი ზიარებისას ცოდვას სჩადი, განა არ შეურაცხყოფ მას? განა არ აგდებ მის ღირსებას? როგორც ფეხქვეშ გათელილ ადამიანს არაფრად ვაგდებთ, ასევე ცოდვის ჩამდენიც არაფრად აგდებს ქრისტეს და ამიტომაც სცოდავს. ქრისტეს სხეული გახდი და საკუთარ თავს ეშმაკს უთმობ, რათა მან გაგთელოს?

    “და აღთქმის სისხლი უწმინურად შეჰრაცხა, რომლითაც განიწმიდა”, ბრძანებს წმინდა წერილი (ებრ. 10:29). რას ნიშნავს “უწმინდურად”? იმას, რომ უბიწო არ არის, ან არაფრით სჯობს სხვა დანარჩენს. “და მადლის სულს შეურაცხყოფს”, ვინაიდან კეთილის არმიმღები შეურაცხყოფს კეთილისმყოფელს.

    ქრისტემ ძედ გაქცია, შენ კი მონა გინდა იყო? ის შენში დასასახლებლად მოვიდა, შენ კი ბოროტ აზრებს იღებ? ქრისტეს შენში სურს დამკვიდრება, შენ კი ნაყროვანებითა და სიმთვრალით თელავ მას?

    ისმინეთ თქვენ, რომელნიც უღირსად ეზიარებით საიდუმლოებებს; ისმინეთ თქვენ, რომელნიც უღირსად მიეახლებით ამ ტრაპეზს: “ნუ მისცემთ წმიდასა ძაღლთა, ნუცა დააგდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴთა მათთა” (მათ. 7:6), ბრძანებს უფალი, ე.ი. რათა არ შეურაცხყონ, რათა არ შეაფურთხონ.

    მაგრამ მოციქულს სხვა რამ უთქვამს, უფრო საშინელი; მან შიშის ზარი დასცა სულებს, რადგან ამას შეეძლო მათზე არანაკლები გავლენის მოხდენა, ვიდრე შეგონებას. იგი გვიჩვენებს განსხვავებას მოსეს რჯულის უარყოფასა და ქრისტეს სისხლის შეურაცხყოფას შორის და მათვე აძლევს განსჯის საშუალებას უკანასკნელის სასჯელის შესახებ, როგორც აშკარა საქმის შესახებ.

    “რაოდენ უფრო მძიმე სასჯელის ღირსად ჰგონიათ”, ამბობს იგი (ებრ. 10:29). აქ, როგორც ჩანს, საიდუმლოებებს გულისხმობს.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე
  6. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  9. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 10:29 კონტექსტში

10:27არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.

10:28თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,

10:29როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?

10:30რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.

10:31მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 10:29

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 10

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში