
გამოსვლა 25:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.
გამოსვლა 25:13 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 25:13 კონტექსტში
25:11ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
25:12ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
25:13გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.
25:14კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.
25:15კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 25:13
- გამოსვლა 25:28გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.
- გამოსვლა 40:20აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
- გამოსვლა 37:4დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
- რიცხვთა 4:6ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს.
- რიცხვთა 4:14დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
- რიცხვთა 4:8გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
- გამოსვლა 30:5კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე.
- ნეშტთა შორისა ა 15:15ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 25
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში