
გამოსვლა 40:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
გამოსვლა 40:20 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 40:20 კონტექსტში
40:18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
40:19გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
40:20აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
40:21შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
40:22დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:20
- გამოსვლა 16:34დადგა აარონმა იგი შესანახად აღთქმის კიდობნის წინ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ებრაელთა მიმართ 4:16მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.
- გამოსვლა 40:3დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
- რომაელთა მიმართ 3:25ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
- ებრაელთა მიმართ 9:4და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.
- მათეს სახარება 3:15ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი.
- ფსალმუნები 40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში