
ლევიანი 24:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
ლევიანი 24:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 24:5 კონტექსტში
24:3მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში.
24:4სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე.
24:5აიღე გამტკიცული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი პური; მეათედი ეფა უნდა იყოს თითოეული პური.
24:6ორ რიგად დააწყვე ისინი, თითოეულ რიგში ექვსი, სუფთა ტაბლაზე უფლის წინაშე.
24:7დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად.
პარალელური ადგილები: ლევიანი 24:5
- გამოსვლა 25:30მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემ წინაშე დასადებელი პური.
- გამოსვლა 40:23დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- მეფეთა ა 21:4მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: სადაგი პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ ნაკურთხი პური მაქვს. ოღონდ ცოლებს ხომ არ გაჰკარებიან შენი მსახურები?
- მეფეთა ა 21:5მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.
- იაკობის ეპისტოლე 1:1იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.
- მოციქულთა საქმენი 26:7და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი.
- მათეს სახარება 12:4როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?
განაგრძე კითხვა: ლევიანი 24
სრულად წაიკითხე: ლევიანი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში