
გამოსვლა 26:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.
გამოსვლა 26:35 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:35 კონტექსტში
26:33ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.
26:34დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
26:35დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.
26:36გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
26:37გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:35
- გამოსვლა 40:24დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
- გამოსვლა 40:22დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
- ებრაელთა მიმართ 9:2რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.
- გამოსვლა 25:31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
- გამოსვლა 25:37გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად.
- ებრაელთა მიმართ 9:8ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი.
- ებრაელთა მიმართ 9:9ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში