
გამოსვლა 40:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
გამოსვლა 40:24 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 40:24 კონტექსტში
40:22დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
40:23დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
40:24დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
40:25აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
40:26დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:24
- ფსალმუნები 119:105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
- გამოსვლა 26:35დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.
- გამოსვლა 37:17გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.
- გამოსვლა 37:24ერთი ქანქარი ხალასი ოქროსგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.
- გამოსვლა 25:31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
- გამოსვლა 25:35ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
- გამოცხადება 1:20საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.
- იოანე 1:1დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში