
გამოსვლა 28:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
გამოსვლა 28:41 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 28:41 კონტექსტში
28:39მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
28:40აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად.
28:41შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
28:42გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.
28:43ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 28:41
- გამოსვლა 29:7აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.
- გამოსვლა 40:15სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
- ლევიანი 10:7ნუ მოსცილდებით სადღესასწაულო კარვის შესასვლელს, თორემ დაიხოცებით, რადგან საუფლო მირონია თქვენზე. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.
- გამოსვლა 29:9სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
- ლევიანი 8:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
- ლევიანი 8:36ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
- ებრაელთა მიმართ 7:28ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
- კორინთელთა მიმართ ბ 1:21ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 28
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში