
გამოსვლა 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
გამოსვლა 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 29:9 კონტექსტში
29:7აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.
29:8მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით.
29:9სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
29:10მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.
29:11დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 29:9
- რიცხვთა 18:7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
- ლევიანი 8:22მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
- ლევიანი 8:28აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
- მეორე სთვლისაება 18:5რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
- რიცხვთა 16:40რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.
- რიცხვთა 3:10დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
- ლევიანი 8:33არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის განმავლობაში, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
- რიცხვთა 16:10დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 29
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში