
გამოსვლა 29:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
გამოსვლა 29:11 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 29:11 კონტექსტში
29:9სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
29:10მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.
29:11დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
29:12აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.
29:13აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 29:11
- ლევიანი 9:8ახლოს მივიდა აარონი სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდად.
- ლევიანი 9:12დაკლა აარონმა აღსავლენი და მიუტანეს მას შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
- გამოსვლა 29:4მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
- ლევიანი 8:15დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
- ლევიანი 1:3თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
- ლევიანი 1:5დაკლას ხბო უფლის წინაშე და შესწირონ აარონიანმა მღვდლებმა სისხლი და გარშემო ასხურონ სისხლი სამსხვერპლოს, რომელიც სადღესასწაულო კარვის შესასელელთანაა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 29
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში