
გამოსვლა 30:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.
გამოსვლა 30:1 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 30:1 კონტექსტში
30:1გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.
30:2სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან.
30:3ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 30:1
- გამოცხადება 8:3მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
- გამოსვლა 37:25გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.
- გამოსვლა 37:28დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
- ლევიანი 4:7სცხოს სისხლი მღვდელმა უფლის წინაშე სურნელებათა საკმევი აამსხვერპლოს რქებს, რომელიც სადღესასწაულო კარავშია; ხბოს დანარჩენი სისხლი კი დაღვაროს აღსავლენი სამსხვერპლოს ძირას, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან რომ არის.
- გამოსვლა 40:5დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
- გამოსვლა 30:7აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს.
- გამოსვლა 30:8როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში.
- ნეშტთა შორისა ბ 26:16როცა გაძლიერდა ყუზიაჰუ, გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად სამსხვერპლოზე.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 30
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში