
გამოსვლა 40:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
გამოსვლა 40:5 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 40:5 კონტექსტში
40:3დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.
40:4შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
40:5დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
40:6დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
40:7დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:5
- ებრაელთა მიმართ 10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- იოანეს ეპისტოლე ა 2:1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
- ებრაელთა მიმართ 9:24რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს,
- იოანე 14:6უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემ მიერ.
- გამოსვლა 26:36გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
- გამოსვლა 26:37გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში