
გამოსვლა 30:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.
გამოსვლა 30:34 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 30:34 კონტექსტში
30:32გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის.
30:33ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
30:34უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.
30:35დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.
30:36წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 30:34
- გამოსვლა 37:29დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.
- გამოსვლა 25:6გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.
- ლევიანი 2:15დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
- გამოსვლა 30:23აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
- ქებათა ქება 3:6ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
- მათეს სახარება 2:11როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
- ნეემია 13:5ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.
- ლევიანი 24:7დადევი თითო რიგში გასუფთავებული საკმეველი და იყოს პურად, სამახსოვროდ, უფლის საცეცხლო მსხვერპლად.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 30
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში