
ლევიანი 2:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
ლევიანი 2:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 2:15 კონტექსტში
2:13ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
2:14თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
2:15დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
2:16დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ - დაღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველითურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 2
სრულად წაიკითხე: ლევიანი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში