
გამოსვლა 31:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
გამოსვლა 31:10 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 31:10 კონტექსტში
31:8ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო,
31:9აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი თავისი კვარცხლბეკითურთ,
31:10საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
31:11მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის - ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 31:10
- ლევიანი 8:13მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- გამოსვლა 28:1მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
- გამოსვლა 28:43ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
- რიცხვთა 4:5შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დაფარავენ მოწმობის კიდობანს.
- რიცხვთა 4:14დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
- გამოსვლა 39:1ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- გამოსვლა 39:43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
- ლევიანი 8:7კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 31
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში