
გამოსვლა 39:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გამოსვლა 39:1 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 39:1 კონტექსტში
39:1ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
39:2დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
39:3გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 39:1
- გამოსვლა 31:10საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
- გამოსვლა 35:19შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად.
- გამოსვლა 35:23ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები;
- ებრაელთა მიმართ 9:25იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში,
- ებრაელთა მიმართ 9:12ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
- ფსალმუნები 93:5მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.
- ეზექიელი 42:14აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
- ეზექიელი 43:12ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 39
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში