
გამოსვლა 31:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,
გამოსვლა 31:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 31:2 კონტექსტში
31:2აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,
31:3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
პარალელური ადგილები: გამოსვლა 31:2
- გამოსვლა 36:1შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
- გამოსვლა 35:30უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
- იოანე 3:27მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.
- ესაია 45:3მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
- ესაია 45:4ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ.
- გამოსვლა 33:12უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.
- ნეშტთა შორისა ა 2:19მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
- ნეშტთა შორისა ა 2:20ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 31
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში