
გამოსვლა 35:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
გამოსვლა 35:30 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 35:30 კონტექსტში
35:28ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.
35:29კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.
35:30უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
35:31აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,
35:32რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
პარალელური ადგილები: გამოსვლა 35:30
- გამოსვლა 31:1ასე უთხრა უფალმა მოსეს:
- გამოსვლა 31:6აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- კორინთელთა მიმართ ა 12:11ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს.
- კორინთელთა მიმართ ა 3:10მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.
- ესაია 28:26ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
- კორინთელთა მიმართ ა 12:4ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 35
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში