
გამოსვლა 32:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
გამოსვლა 32:10 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 32:10 კონტექსტში
32:8მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
32:9უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
32:10ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
32:11ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
32:12რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 32:10
- მეორე სთვლისაება 9:14დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო.
- რიცხვთა 14:12გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.
- მეორე სთვლისაება 9:19რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
- რიცხვთა 16:45გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.
- რიცხვთა 16:48დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა.
- რიცხვთა 16:22პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელ საზოგადოებაზე მრისხანებ?
- გამოსვლა 22:24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
- გამოსვლა 32:11ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 32
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში