
გამოსვლა 22:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
გამოსვლა 22:24 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 22:24 კონტექსტში
22:22ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
22:23თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
22:24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
22:25თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
22:26თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 22:24
- ფსალმუნები 109:9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
- იერემია 15:8ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.
- გლოვა იერემიასი 5:3ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
- ფსალმუნები 69:24გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
- იერემია 18:21ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.
- ებრაელთა მიმართ 10:31მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!
- ფსალმუნები 78:63მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
- ფსალმუნები 78:64მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 22
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში