
გამოსვლა 35:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
გამოსვლა 35:9 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 35:9 კონტექსტში
35:7დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები,
35:8ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის,
35:9ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
35:10ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
35:11სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,
პარალელური ადგილები: გამოსვლა 35:9
- გამოსვლა 39:6დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
- გამოსვლა 39:14თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.
- გამოსვლა 25:5დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.
- გამოსვლა 28:9აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
- გამოსვლა 28:17ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
- გამოსვლა 28:21ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 35
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში