
გამოსვლა 39:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
გამოსვლა 39:6 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 39:6 კონტექსტში
39:4გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.
39:5მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
39:6დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
39:7განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
39:8გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 39:6
- გამოსვლა 28:9აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
- ეზექიელი 28:13ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.
- იობი 28:16არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
- გამოსვლა 25:7სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
- გამოსვლა 35:9ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 39
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში