
გამოსვლა 37:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
გამოსვლა 37:10 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:10 კონტექსტში
37:8ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე.
37:9ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.
37:10გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
37:11ხალასი ოქროთი მოჭედა და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
37:12ირგვლივ ერთი მტკაველი კედელი გაუკეთა და კედელსაც ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 37:10
- გამოსვლა 25:23გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
- გამოსვლა 25:30მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემ წინაშე დასადებელი პური.
- გამოსვლა 35:13ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები,
- ეზექიელი 40:39კარიბჭის სტოაში ერთ მხარეს ორი ტაბლა იყო, მეორე მხარესაც ორი ტაბლა იყო აღსავლენის, ცოდვის გამოსასყიდის და დანაშაულის გამოსასყიდის მსხვერპლის დასაკლავად.
- ეზექიელი 40:42ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს.
- გამოსვლა 40:4შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
- გამოსვლა 40:22დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
- გამოსვლა 40:23დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში