
გამოსვლა 37:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
გამოსვლა 37:3 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:3 კონტექსტში
37:1გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
37:2მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
37:3ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
37:4დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
37:5გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში