
გამოსვლა 37:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
გამოსვლა 37:5 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:5 კონტექსტში
37:3ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
37:4დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
37:5გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
37:6გააკეთა სახურავი წმიდა ოქროსაგან; სიგრძე ორწყრთანახევარი ჰქონდა, სიგანე - წყრთანახევარი.
37:7გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 37:5
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- მეფეთა ბ 6:3შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ამ ახალ ურემს.
- მეფეთა ბ 6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
- რიცხვთა 1:50ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში