
გამოსვლა 38:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.
გამოსვლა 38:27 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 38:27 კონტექსტში
38:25ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით.
38:26თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.
38:27ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.
38:28ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა.
38:29შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 38:27
- გამოსვლა 26:19ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
- გამოსვლა 26:21და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ.
- გამოსვლა 26:25რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი უნდა იყოს, ორ-ორი ფეხი თითოეული ბოძისთვის.
- გამოსვლა 26:32ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 38
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში