
გამოსვლა 26:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
გამოსვლა 26:19 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:19 კონტექსტში
26:17ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს.
26:18დაამზადე ბოძები სავანისთვის: ოცი ბოძი სამხრეთ მხარეს.
26:19ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
26:20სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს ოცი ბოძი.
26:21და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:19
- გამოსვლა 38:27ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.
- გამოსვლა 36:24ორმოცი ვერცხლის ფეხი დაუყენა ქვეშ ოც ძელს, ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
- გამოსვლა 36:26და ორმოცი ვერცხლის ფეხი: ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ, ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ.
- გამოსვლა 38:30გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული.
- გამოსვლა 38:31ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.
- გამოსვლა 27:10ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა.
- რიცხვთა 4:31აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.
- რიცხვთა 4:32ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში